"ემბისი" კახეთის რეგიონში შედის. 5 სექტემბერს, გურჯაანში კომპანიის სერვის ცენტრი გაიხსნა. ობიექტი, რომელიც ნონეშვილის #10-ში გახლავთ წარმოდგენილი, ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.
სერვის ცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა ტიპის სესხების აღება, ასევე ფულადი გზავნილების, კომუნალური და სხვა სახის გადახდების განხორციელება. გურჯაანის სერვის ცენტრი - "ემბისი"-ს სხვა ფილიალების მსგავსად - აგრო, ბიზნეს, Start Up, იპოთეკურ, ავტო და ექსპრეს სესხებს გასცემს.
მომსახურების ცენტრი რიგით მეათე ობიექტია "ემბისი"-ს ქსელში. რამდენიმე დღეში, კომპანიის ახალი სერვის ცენტრი ზუგდიდშიც გაიხსნება.