სიახლეები

დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის

დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის

2019-03-14

საქართველოს საფონდო ბირჟამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), "მსოფლიო ბანკის ჯგუფის" წევრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ღონისძიებას - "დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის" უმასპინძლეს.

ღონისძიება გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა და მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გლობალურ ეკონომიკაში, კომპანიებში უფრო მეტად ინკლუზიური და გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას.

ღონისძიების მონაწილეთა შორის "ემბისი"-ც გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სულ ახლახანს "გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების" ინიციატივასაც შეუერთდა.