სიახლეები

გორში "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა

გორში "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა

2019-11-15

"ემბისი"-ს მომსახურების მიღება უკვე შიდა ქართლშიც შესაძლებელია. 

კომპანიის სერვის ცენტრი ქალაქ გორში, ცაბაძის #5-ში გაიხსნა და რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა სახის ფინანსური მომსახურებით უზრუნველყობს.

მომსახურების ცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა ტიპის სესხების მიღება, ასევე ფულადი გზავნილების, ვალუტის კონვერტაციის, კომუნალური და სხვა სახის გადასახადების განხორციელება. 

გორში მდებარე სერვის ცენტრი "ემბისი"-ს რიგით მეთორმეტე ფილიალია. ამ ეტაპზე, კომპანია დედაქალაქის გარდა, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანშია წარმოდგენილი.

"ემბისი" აგრო, ბიზნეს, StartUp, იპოთეკური და ავტო სესხებს გასცემს. სულ მალე, გორის სერვისცენტრში აგრო განვადებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. კომპანია მოსახლეობას კერძო იპოთეკარებისგან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან პორტირებასაც სთავაზობს.