"ემბისი" სათნოების სახლ "კათარზისთან" თანამშრომლობას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიამ გიორგობის დღესასწაული მიულოცა ჰუმანიტარული კავშირის ბენეფიციარებს და უფასო სადილით გაუმასპინძლდა მათ.
აღსანიშნავია, რომ აქციის - "სადილი ყველას" ფარგლებში, "კათარზისს" 2 000-მდე ადამიანი სტუმრობს. მათ შორის არიან ხანდაზმულები, დევნილები და მიუსაფარი ბავშვები.
"ემბისი"-სა და "კათარზისის" თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება. კომპანია სათნოების სახლის მუდმივი პარტნიორია.