სიახლეები

გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ყოველწლიური ასამბლეა

გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ყოველწლიური ასამბლეა

2019-06-25

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) სამდივნომ ორგანიზება გაუწია ყოველწლიური გენერალური ასამბლეის შეხვედრას, სადაც წევრ ორგანიზაციებს წარუდგინა ახალი მმართველი-ხელმძღვანელი და საბჭოს თავმჯდომარე.  

ღონისძიებაში მონაწილეობას, წევრი ორგანიზაციის რანგში, "ემბისი"-ს წარმომადგენლებიც იღებდნენ.

მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს ირინე ურუშაძე უხელმძღვანელებს, ხოლო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ჯორჯ ველტონი დაიკავებს.

გარდა ამისა, სამდივნომ წარადგინა თავისი სამოქმედო გეგმა და მიმოიხილა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, უკვე განხორციელებული პროექტები.

შეიქმნა GCNG სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში.

Leadership for SDG in Georgia - პროექტის ფარგლებში, შეხვედრის მხარდამჭერი იყო შვედეთის მთავრობა.