სიახლეები

ბოულინგის ტურნირი "გიგოს ფონდისთვის"

ბოულინგის ტურნირი "გიგოს ფონდისთვის"

2019-03-22

"გიგოს ფონდისთვის" - "ემბისი"-ს გუნდმა "წინდამინდას" აქციაში ჩართული კომპანიებისთვის გამართულ ბოულინგის ტურნირში საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და ბოულინგ კლუბ "ლებოვსკის" ინიციატივით გაიმართა და მასში "წინდამინდას" კამპანიაში ჩართული 17 ყველაზე აქტიური კომპანია იღებდა მონაწილეობას.

"ემბისი"-ს გუნდმა ჯილდოდ სოციალური საწარმო "ბაბალეს" დამზადებული ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია: "არავინ დატოვო მიღმა"... ტრადიციულად, "ემ ბი სი" წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების აქციას.