სიახლეები

Uniglobal-ის მიკროსაფინანსო სფეროს ყოველწლიური გლობალური ფორუმი

Uniglobal-ის მიკროსაფინანსო სფეროს ყოველწლიური გლობალური ფორუმი

2025-03-15

14-15 მარტს ემბისის რისკების დირექტორმა, ნინო დევდარიანმა, მონაწილეობა მიიღო Uniglobal-ის 2025 წლის მიკროსაფინანსო სფეროს ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში, რომელიც ქალაქ ბერლინში გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე ფორმატს მოიცავდა, როგორიცაა: პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები, პირისპირ შეხვედრები და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები.

შეხვედრა განკუთვნილი გახლდათ იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც მზად არიან გააძლიერონ ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ცხოვრების დონის გაუმჯობესება ესაჭიროება. ღონისძიება აერთიანებს აღნიშნული ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ინოვატორებს.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ სტრატეგიებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მდგრად პრაქტიკას, რომლებიც მიკროსაფინანსო სექტორის გარდაქმნას ისახავს მიზნად. 

ასევე, ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც გლობალურ ფინანსებში მიმდინარეობს.