"ემბისი"-ს მომსახურებით სარგებლობა ახლა უკვე თელავშიც შესაძლებელია. 17 აგვისტოს კახეთის რეგიონში კომპანიის რიგით მესამე სერვის ცენტრი გაიხსნა. თელავის ფილიალი ვარდოშვილის 4 ნომერში მდებარეობს და რაიონის მოსახლეობას ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს.
სერვის ცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა სახის სესხების აღება, ასევე ფულადი გზავნილების, ვალუტის კონვერტაციის, კომუნალური და სხვა სახის გადახდების განხორციელება.
კომპანია კახეთის რაიონის მოსახლეობას აგრო, ავტო, იპოთეკურ, ბიზნეს და Start Up სესხებს სთავაზობს. ასევე, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან თუ კერძო იპოთეკარისგან სესხების პორტირებაც.
ამ ეტაპზე, "ემბისი" საქართველოს მასშტაბით 15 სერვის ცენტრს ფლობს. კახეთის გარდა, კომპანია თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, მარნეულისა და ახალციხის რაიონებშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება კახეთის რეგიონს, თელავის გარდა, "ემბისი"-ს მომსახურების მიღება გურჯაანსა და ლაგოდეხშიც შესაძლებელია.