"ემბისი"-ს ფინანსურმა დირექტორმა თათია ჯაჯანაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის "Impact in Neighborhood"-ის პანელურ დისკუსიაში.
პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: "Betting on banks and financial Institutions", სადაც სხავდასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საფინანსო ინსტიტუტეტების როლი გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ეკოსისტემის შექმნაში და რა გამოწვევები თუ შესაძლებლობები არსებობს აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში.
შეგახსნებთ, რომ 28-29 ივნისს საქართველოში პირველად გაიმართა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური კონფერენცია "Impact in Neighborhood", რომელსაც მსოფლიოს 40+ ქვეყნიდან, 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმარი ესწრებოდა.