სიახლეები

"ემბისი"-მ SPM კვლევაში მიიღო მონაწილეობა

"ემბისი"-მ SPM კვლევაში მიიღო მონაწილეობა

2019-08-15

Microfinance Centre-ს (MFC) ორგანიზებით, პირველად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიების სოციალური ზემოქმედების მართვის (SPM) მიმართულებით კვლევა ჩატარდა. კვლევაში 7 ქვეყნის 26 ორგანიზაცია მონაწილეობდა - მათ შორის "ემბისი", როგორც ქართული მიკროსაფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. 

კვლევის მიზანი გახლდათ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის გაცნობა - მათი მთავარი მიზნების, სამიზნე აუდიტორიის, დაკრედიტების პოლიტიკის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება. 

ასევე, კვლევა მოიცავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების უფლებების, შრომის უფლებების, გენდერული სტატისტიკის და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ მონაცემებს.  

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://bit.ly/2p6nERw