სიახლეები

პრო ბონო მომსახურება - შშმ პირთა კავშირი "ია"

პრო ბონო მომსახურება - შშმ პირთა კავშირი "ია"

2021-11-22

"ემბისი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აქტიურად განაგრძობს პროფესიული რესურსების საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მხარდასაჭერად გამოყენებას.

ამჯერად, კომპანიის მარკეტინგის ჯგუფმა პრო ბონო მომსახურება შშმ პირთა კავშირ "იას" გაუწია.

აქტივობის ფარგლებში, შეიქმნა ორგანიზაციის ოფიციალური Facebook გვერდი, მისი ვიზუალური მხარე, ბიზნეს და რეკლამის მენეჯერები. სპეციალურად კავშირი "იას" წარმომადგენლებისთვის, სოციალური მედიის მართვის მიმართულებით, გაიმართა ტრენინგების სერია, რაც ორგანიზაციას მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად და რაც მთავარია ეფექტურად მართოს გვერდი ზემოთ აღნიშნულ პლატფორმაზე.   

შშმ პირთა კავშირი "ია" 2005 წელს დაარსდა და მის სამიზნე ჯგუფს მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები წარმოადგენენ. ორგანიზაციაში ფუნქციონირებს დღის ცენტრი და შრომითი სახელოსნოები. ბენეფიციართა სოციალიზაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად აწყობს სახელოსონოებში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს.