სიახლეები

მოიწვიე ფინედუ კლასში

მოიწვიე ფინედუ კლასში

2025-11-19

ტრადიციულად, დაზოგვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ემბისის დესპანები ჩაერთვნენ საგანმანათლებლო პროექტში - "მოიწვიე ფინედუ კლასში".
აქტივობის ფარგლებში, დესპანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 სკოლის 300-მდე მოსწავლეს შეხვდნენ და ფულის დაზოგვის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სახალისო ინტერაქციული გაკვეთილები ჩაუტარეს.

გაკვეთილები ჩატარდა ბათუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის სკოლების V-XII კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს ფულის დაზოგვის ეფექტური მეთოდების, გონივრული ხარჯვის პრინციპების, დანაზოგების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების შესახებ. 
გარდა დაზოგვის თემებისა, წლევანდელი აქტივობებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ვალუტის - ლარის 30 წლის იუბილეს.

აღსანიშნავია, რომ დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით.