"ემბისი"-ს მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო MFC-ის რიგით 25-ე ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ქალაქ ბუდვაში (მონტენეგრო) გაიმართა.
კონფერენციას 37 ქვეყნიდან 400-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებობოდა, მათ შორის საქართველოდან.
აღნიშნული კონფერენცია წელს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ღონისძიების დღის წესრიგი მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეხებოდა, კერძოდ, ეკონომიკის დიჯიტალიზაციას, გავლენაზე ორიენტირებულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ ტენდენციებსა და ინიციატივებს, მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ბანკებად ტრანსფორმაციასა და ფინანსური ინკლუზიის განვითარებას.