"ემბისი"-მ ვაქცინაციის პროცესში თანამშრომელთა აქტივობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციის მასშტაბით, სხვადასხვა აქტივობებისა და წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
კომპანიის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის დღეს ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებით. ერთჯერადად და სრულად ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის კი დაწესებულია ფულადი პრემია.
ამას გარდა, ორგანიზაციამ თანამშრომლებისთვის სპეციალური პირბადეებიც დაამზადებინა - წარწერით #ვაქცინაგვიცავს.
"ემბისი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ძალიან კარგად აცნობიერებს მის წილ პასუხისმგებლობას პანდემიასთან ბრძოლის საკითხში. შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ერთმანეთის, გარშემომყოფი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვცდილობთ თანამშრომლებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და მივცეთ დამატებითი მოტივაცია ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. იმედია, ჩვენი მცდელობა შედეგს გამოიღებს და მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - აცხადებს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.
გია პეტრიაშვილის განცხადებით, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებისა და ერთჯერადი ფულადი პრემიის გარდა "ემბისი"-ში მოქმედებს ორთვიანი კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა დეპარტამენტებისა თუ სერვის ცენტრების თანამშრომლებს შორის შეჯიბრს. ყველა ის ჯგუფი, რომელიც შეძლებს და აცრის წევრთა მინიმუმ 80%-ს კომპანიისგან მიიღებს ფულად ჯილდოს.
ამას გარდა, სექტემბრის თვეში, ემბისის ორჯერადად აცრილ თანამშრომლებს სასაჩუქრე ვაუჩერების მოგების შესაძლებლობაც ექნებათ. გამარჯვებულების გამოვლენა შემთხვევითობის პრინციპით მოხდება.