ემბისიმ შვეიცარიული ფონდის - responsAbility Investment AG-სგან 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული რესურსი კომპანიას საშუალებას მისცემს გააფართოოს საკრედიტო პორტფელი და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა შესთავაზოს.
ემბისის responsAbility-თან თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში არაერთი წარმატებული გარიგება განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და
ადასტურებს კომპანიის სანდოობასა და სტაბილურობას.
responsAbility Investment AG გლობალური მასშტაბის კომპანიაა, რომელიც 5,5 მილიარდი აშშ დოლარის აქტივს მართავს, ინვესტირებულია 70-ზე მეტ ქვეყანაში და თანამშრომლობს 300-მდე კომპანიასთან.
აღსანიშნავია, რომ ემბისი 2019 წლიდან აქტიურად პარტნიორობს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან. კომპანიის მთავარი მისიაა გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.