სიახლეები

"ემბისი" ვიდეოკონკურსის - "ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე" მხარდამჭერია

"ემბისი" ვიდეოკონკურსის - "ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე" მხარდამჭერია

2024-09-27

"ემბისი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუს" ინიციატივით გამართული ვიდეოკონკურსის -  "ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე" მხარდამჭერია. 

კონკურსი ახალგაზრდობის დღისადმი გახლდათ მიძღვნილი და მიზნად ისახავდა, აღნიშნული სეგმენტის მოქალაქეებში, ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას.

27 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ვიდეოკონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დასახელდნენ გამარჯვებულები, რომელთაგანაც 3 ჟიურის, ხოლო ერთი კი, მომხმარებლების რჩეული გახლდათ.  

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში, სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, "ემბისი"-ს თანამშრომლებიც შედიოდნენ.

"ემბისი"-მ კონკურსის ორ გამარჯვებულს: III ადგილოსან ვაჩე ჩარკვიანსა და მომხმარებლების რჩეულს - თამარ ყალაბეგაშვილს, 500-500 ლარის ოდენით ფულადი ჯილდო გადასცა.