სიახლეები

"ემბისი" გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში ჩაერთო

"ემბისი" გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში ჩაერთო

2018-11-29

"ემბისი" გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში ჩაერთო. უმსხვილესი ქსელი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესისთვის, მსოფლიოს 135 ქვეყნიდან, 9 000-ზე მეტ კომპანიასა და არაკომერციულ ორგანიზაციას აერთიანებს და 10 ძირითად პრინციპს მოიცავს:

  • ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
  • ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.
  • ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება.
  • კოლექტიური მოლაპრაკებების შესახე
  • უნდა აღკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა.
  • უნდა ეფექტურად აღკვეთოს ბავშვთა შრომა.
  • უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშორმლების მიმართ.
  • ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი.
  • თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.
  • უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება.
  • ბიზნესმა უნდა იმუშავოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება. დღეს ჩვენ შევუერთდით მსოფლიო ქვეყნებს, სადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქმნის ბიზნესსტრატეგიების და მათი მოქმედების ძირითად მიმართულებებს. ეს საქმიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. კომპანიის მარკეტინგული ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - აცხადებს "ემბისი"-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია.