ემბისიმ Symbiotics-ისგან 2,500,000 აშშ დოლარისა და 2,000,000 ლარამდე მოცულობის არაუზრუნველყოფილი ფინანსური რესურსი მოიზიდა.
Symbiotics-ი ემბისის ერთ-ერთი პირველი და გრძელვადიანი პარტნიორია. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა 2019 წლიდან დაიწყო და ამ ხნის მანძილზე, 26,000,000 მილიონ
ლარამდე (ექვივალენტი ლარში) მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
ახალი რესურსი ხელს შეუწყობს ემბისის საკრედიტო პორტფელის ზრდის დინამიკის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.
Symbiotics-ის მხრიდან უწყვეტი ინვესტირება ადასტურებს ემბისის სანდოობას და მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის, პოზიციებს
ბაზარზე.