"ემბისი"-მ კახეთის რეგიონში 3 წლიანი საქმიანობა შეაჯამა, საზოგადოებას კომპანიის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრა 29 სექტემბერს, ქალაქ ლაგოდეხში, სასტუმრო "Wald Hotel Lagodekhi"-ში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, "ემბისი"-ს დაკრედიტების დირექტორმა, გიორგი ღვალაძემ საზოგადოებას კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნო ინფორმაცია. ამას გარდა, სტუმრებს სიტყვით მიმართეს "ემბისი"-ს გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა და ოპერაციების დირექტორმა, ეთო ჩაჩიბაიამ.
შეხვედრას "ემბისი"-ს მომხმარებლები, პარტნიორები, ლაგოდეხის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში კომპანია სამი სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი. „ემბისი“-ს ფილიალები ლაგოდეხში, თელავსა და გურჯაანში მდებარეობს.