სიახლეები

"ემბისი"-ს საქმიანობის პრეზენტაცია აჭარის რეგიონში

"ემბისი"-ს საქმიანობის პრეზენტაცია აჭარის რეგიონში

2023-07-28

"ემბისი"-მ აჭარის რეგიონში 5 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა 28 ივლისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ლე მერიდიენში" გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, "ემბისი"-ს გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა და დაკრედიტების დირექტორმა, გიორგი ღვალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს - შეაჯამეს კომპანიის 10 წლიანი საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას "ემბისი"-ს მომხმარებლები და პარტნიორები, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის,  სამოქალაქო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილობრივი მედია ესწრებოდნენ.
აჭარის რეგიონში, კერძოდ კი ბათუმში, "ემბისი" 2017 წლიდან ოპერირებს და დღესდღეობით 800-ზე მეტ მომხმარებელს, მათ შორის 300-ზე მეტ ბიზნეს კლიენტს ემსახურება. აჭარაში კომპანიის პორტფელი 13 მილიონ ლარს აჭარბებს.