19-21 მაისს ემბისის გუნდი MFC-ის რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა. ღონისძიება აერთიანებდა დარგის ლიდერებსა და აქტუალურ დისკუსიებს - ფინანსური სექტორის განვითარებისა და მომავლის ტენდენციების შესახებ.
კონფერენცია სექტორის ერთ-ერთ საკვანძო პლატფორმას წარმოადგენს და მას 300-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი ესწრება. სამუშაო პანელები ისეთ აქტუალურ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა მდგრადი დაკრედიტება და მწვანე დაფინანსება, მიკროსაფინანსო სექტორის გარდამავალი პერიოდი და დასახული მიზნების გავლენის შეფასება.
ემბისის მრავალწლიანი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ ფორუმში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სტრატეგიულ მისწრაფებას - განამტკიცოს საკუთარი როლი საერთაშორისო ფინანსური ეკოსისტემის განვითარებაში.