სიახლეები

"ემბისი"-მ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

"ემბისი"-მ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2023-02-01

"ემბისი"-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და კომუნიკაციების მენეჯერმა, გვანცა ფაცაციამ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გვანცა ფაცაციამ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ის მიდგომები, რომელსაც "ემბისი" ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით იყენებს.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 6 კვირიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი, ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ევროპის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის გამოცდილების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გაზიარება გახლდათ.