სიახლეები

"ემბისი" პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის მხარდამჭერია

"ემბისი" პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის მხარდამჭერია

2023-04-06

"ემბისი" გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში გამართული სლოგანებისა და პოსტერების კონკურსის მხარდამჭერია. 

კონკურსი "დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი" - საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუს" ინიციატივით ჩატარდა და მისი მიზანი  ფინანსური განათლების, გარემოსა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი ქმედებების, მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გახლდათ. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირებს, ზემოთ აღნიშნულ თემატიკაზე, ვიზუალური მასალის - პოსტერის/ბანერის შექმნა და შესაბამისი სლოგანის მოფიქრება ევალებოდათ. 

კონკურსის შედეგად, კატეგორიებში - "ჟიურის რჩეული" და "მომხმარებლის რჩეული" - ჯამში 10 გამარჯვებული გამოვლინდა. ჟიურის შემადგენლობაში, სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, "ემბისი"-ს გრაფიკული დიზაინის უფროსი სპეციალისტი - მარი პაპუაშვილი შედიოდა. 

გარდა ამისა, "ემბისიმ", კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს (კატეგორია: „მომხმარებლის რჩეული“), ქეთი აფრიამაშვილს 500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადასცა.