სიახლეები

ემბისიმ 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

ემბისიმ 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

2025-10-08

მიკრობანკმა ემბისიმ "აწარმოე საქართველოს" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის 2-წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. 
განთავსება თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა, ემისია ₾60 მლნ-ის ობლიგაციების პროგრამის მეორე და ბოლო ტრანშია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის დადასტურებაა.

კომპანია მოზიდულ თანხებს გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილობრივ რეფინანსირებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენებს.

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ემბისი პირველი მიკრობანკია ბაზარზე, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ეს ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშია.  ემბისის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს და მათი მხრიდან მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. საქართველოს საპენსიო ფონდის მხარდაჭერა ემბისის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის" - გია პეტრიაშვილი, ემბისის გენერალური დირექტორი.