სიახლეები

"ემბისი" "Meliora 2022"-ის გრანპრის მფლობელია

"ემბისი" "Meliora 2022"-ის გრანპრის მფლობელია

2023-06-05

"ემბისი" "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022"-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია - კატეგორიაში: "წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია". 

გამარჯვებულის სტატუსი ორგანიზაციას განხორცილებული მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვისა და მიდგომებისთვის მიენიჭა, კერძოდ: პასუხისმგებლობა თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ, გარემოსდაცვა და საზოგადოების მხარდაჭერა. 

ეთო ჩაჩიბაია, "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი: 
"ემბისი"-სთვის მიღებული ჯილდო  ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა გააძლიეროს კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით მუშაობა და განვითარება. პირველ რიგში, მსურს კომპანიის თანამშრომლებს მივულოცო, რადგან აღნიშნული გამარჯვება სწორედ მათი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. 

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ჟიურისა და ორგანიზატორს - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს. ასევე, მადლობა კონკურსის მხარდამჭერებს - ევროკავშირსა და კონრად ადენაურის ფონდს, რომლებიც საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებას აქტიურად უწყობენ ხელს.“ 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია.
Meliora 2022-ის ჟიური ტრადიციულად წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისაგან შედგებოდა.