სიახლეები

"ემბისი" კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულია

"ემბისი" კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულია

2023-10-12

"ემბისი" კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულია!
"ემბისი"-ს პროექტმა - ფინანსური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში, მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიიდან, ნომინაციაში SDG4 (ხარისხიანი განათლება) გაიმარჯვა!

ეთო ჩაჩიბაია, "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი:

"მოხარულები ვართ, რომ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო სწორედ განათლების ხელშეწყობის მიმართულებით მივიღეთ. ვფიქრობთ, ჩვენ, როგორც ფინანსურ ინსტიტუტს, შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი  შევასრულოთ ფინანსური განათლების ხელშეწყობის საქმეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. 

მადლობა მინდა გადავუხადო აღნიშნული მიმართულებით "ემბისი"-ს მუდმივ პარტნიორს - საქართველოს ეროვნულ ბანკს. 

აქვე, მივულოცავ "ემბისი"-ს გუნდს. ეს გამარჯვება თითოეული ემბისელის დამსახურებაა. 

მადლობა კონკურსის ორგანიზატორს "გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელს საქართველოში" და კონკურსი მხარდამჭერებს USAID Georgia-სა და შვედეთი საელჩოს".