სიახლეები

"ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი სოციალური საწარმო 2022- ის ჟიურიში

"ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი სოციალური საწარმო 2022- ის ჟიურიში

2022-09-29

"ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია კონკურსის - "სოციალური საწარმო 2022"-ის ჟიურის წევრი გახლდათ. 

კონკურსი სოციალური საწარმოების ალიანსის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა სოციალურმა საწარმოებმა მიიღეს.  

კონკურსის პირველ ეტაპზე, შვიდი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ მონაწილეთა შორის სამი ფინალისტი სოციალური საწარმო გამოავლინა. 

გამარჯვებული სოციალური საწარმო 17 ნოემბერს, სოციალური მეწარმოების მე-11 ფორუმზე, ფარული კენჭისყრის გზით გამოვლინდება. კონკურსის ფინალისტები არიან "დედიკო", "ლიდერი" და "ტენე".