ემბისიმ და წამყვანმა სომხურმა ბანკმა - INECOBANK-მ, ხელი მოაწერეს 5,000,000 აშშ დოლარის მოცულობის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებას.
აღნიშნული რესურსის მოზიდვა ემბისის საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააფართოოს საკრედიტო პორტფელი და, შესაბამისად, გაზარდოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება.
ემბისისა და INECOBANK-ის შეთანხმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა ადასტურებს მიკრობანკის, როგორც სანდო და ფინანსურად სტაბილური ორგანიზაციის, მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.
INECOBANK-ი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ორგანიზაცია ემსახურება 600,000-ზე მეტ კლიენტს და წამყვან როლს ასრულებს სომხეთში ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.