სიახლეები

"ემბისი"-მ გლობალური ფულის კვირეული აღნიშნა

"ემბისი"-მ გლობალური ფულის კვირეული აღნიშნა

2023-03-31

"ემბისი" გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთო. კომპანიის 15 დესპანი, საქართველოს მასშტაბით, 10-ზე მეტი სკოლის მესამე-მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფულის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახალისო გაკვეთილები ჩაუტარა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო. ღია გაკვეთილები ჩატარდა თბილისის, მარნეულის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, რუსთავისა და ახალციხის საჯარო სკოლებში. 

შეხვედრაზე "ემბისი"-ს დესპანებმა ბავშვებს გაუზიარეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფულის ისტორია, პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელობა, დაზოგვა, გარემოს და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი ქმედებები, ა.შ. 

ცნობისთვის, გლობალური ფულის კვირეული, მსოფლიოს მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება და მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. 

საქართველო, ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით, გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნას  წელს უკვე მეცხრედ შეუერთდა. კვირეული მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.