სიახლეები

"ემბისი" "ფინედუს" ორგანიზებული კონკურსის მხარდამჭერია

"ემბისი" "ფინედუს" ორგანიზებული კონკურსის მხარდამჭერია

2023-09-18

"ემბისი" საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებული კონკურსის - "დაიჭირე ფინანსური კადრი", მხარდამჭერია. კომპანიამ ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ კონკურსანტებს - ნიკოლოზ ხახუტაშვილსა და ელენე ნატროშვილს, ფულადი პრიზები გადასცა. 

ფოტოკონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინედუს ინიციატივით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 14-29 წლის 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო. 

ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა/წახალისება, ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება და ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.