ემბისიმ EUROPEAN FUND FOR SOUTHEAST EUROPE (EFSE)-სგან 16 მილიონ ლარამდე დაფინანსება მოიზიდა.
ფინანსური რესურსი დენომინირებულია ადგილობრივ ვალუტაში, რაც უზრუნველყოფს სავალუტო რისკების მინიმიზაციას და საქართველოში მცირე მეწარმეებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.
ემბისისა და EFSE-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა ემყარება საერთო მიზანს - მცირე ბიზნესის გაძლიერებას და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
EFSE, თავის მხრივ, სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში ხელს უწყობს მიკრო და მცირე საწარმოების წარმატებას, ინვესტიციების მობილიზებას და კერძო პირებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.