სიახლეები

"ემბისი"-მ აზიის განვითარების ბანკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

"ემბისი"-მ აზიის განვითარების ბანკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2022-12-06

6 დეკემბერს, "ემბისი"-ს რისკების დირექტორმა, ნინო დევდარიანმა მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებულ ფორუმში მიიღო. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი პოსტკოვიდურ პერიოდში გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების საკითხების განხილვა გახლდათ.

ფორუმზე საუბარი გახლდათ გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების სისტემებისა და მექანიზმების გაუმჯობესების თაობაზე. ასევე, განხილულ იქნა მხარდამჭერი სერვისები, ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები და შესაძლებლობები..

"ემბისი"-ს რისკების დირექტორმა, ნინო დევდარიანმა აუდიტორიას ის მიდგომები და პრაქტიკა გაუზიარა, რომელიც კომპანიაში გენდერული ნიშნით მსხვერპლების დასაქმების მიმართულებით გახლავთ დანერგილი.