სიახლეები

"ემბისი"-მ 15 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

"ემბისი"-მ 15 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

2022-12-14

"ემბისი"-მ, "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა, რაც კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ემისიაა. კომპანიამ ლარის ობლიგაციების გამოშვებაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და პირველად 2020 წელს Scope Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილური მოიპოვა, რომლის შენარჩუნება ბოლო 2 წლის განმავლობაში კოვიდ პანდემიის პერიოდშიც შეძლო. 

B+ რეიტინგი საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე მოპოვებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალია. სწორედ აღნიშნულმა რეიტინგმა მისცა კომპანიას საშუალება საფონდო ბირჟაზე განეთავსებინა ლარის გრძელვადიანი ობლიგაციები.

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია "ემბისი"-სა და "გალტ & თაგარტი"-სთვის რიგით 1-ლი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.

"15 მილიონი ლარის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიით შევძლებთ უზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩანაცვლებას და მოზიდული სახსრების დივერსიფიკაციას. მოხარულები ვართ, რომ მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას," - აცხადებს "ემბისი"-ს ფინანსური დირექტორი, თათია ჯაჯანაშვილი.