სიახლეები

კონკურსი "ახალგაზრდები მოსწავლეებისთვის"

კონკურსი "ახალგაზრდები მოსწავლეებისთვის"

2022-08-20

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი "ფინედუ" - პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეორედ აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა კონკურსი - "ახალგაზრდები მოსწავლეებისთვის", რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ ინდივიდუალური ხედვები სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების უზრუნველყოფის თემაზე.   

ფინალურ ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა ჟიურის წინაშე იდეები 12 აგვისტოს წარადგინეს. გამოვლინდა 5 გამარჯვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის სამი რჩეული კანდიდატი.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში, სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, "ემბისი"-ს ქოლ ცენტრის მენენჯრი - სოფიო ბოლქვაძე შედიოდა. 

"ემბისი"-ს რჩეული გახდა კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი - მარიამ დადუნაძე, რომელსაც კომპანიისგან გადაეცა ფულადი ჯილდო - 1000 ლარის ოდენობით. 

1999 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება. 

კონკურსის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.