სიახლეები

ინფორმაცია აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ

ინფორმაცია აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ

2023-08-02

ინფორმაცია

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს (ს/კ404967078)
აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ

•    აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრება მოწვეულია სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს მიერ;
•    საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი - 404967078;
•    საზოგადოების იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
•    კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო: კრება ჩატარდება 2023 წლის 24 აგვისტოს, 18:00 საათზე, შემდეგ მისამართზე  - ქ. თბილისი, იალბუზის ქუჩა #17 (სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“);
•    აქციონერთა სააღრიცხვო დღე: 2023 წლის 17 აგვისტო (აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერებად ირიცხებიან სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ აქციათა რეესტრის მწარმოებელ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“).

სრულყოფილი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულზე