სიახლეები

"ემბისი"-ს რისკების დირექტორი მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარეა

"ემბისი"-ს რისკების დირექტორი მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარეა

2022-06-21

"ემბისი"-ს რისკების დირექტორი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარედ აირჩიეს. ნინო დევდარიანის არჩევა ასოციაციის გამგეობის კრებაზე ღია კენჭისყრის შედეგად მოხდა.   

ნინო დევდარიანს საქართველოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.  დევდარიანი "ემბისი"-ში 2016 წლიდან მუშობს, 2017 წლიდან კი იკავებს რისკების დირექტორის პოზიციას.

ნინო დევდარიანის სამუშაო გამოცდილება ასევე უკავშირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარალელურად, ნინო დევდარიანი ჩართულია აკადემიურ საქმიანობაშიც - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით. ნინო დევდარიანს აქვს Williams College-ის (აშშ) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი და არის მსოფლიო ბანკის სტიპენდიატი.