სიახლეები

COVID19-ის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები

COVID19-ის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები

2020-03-16

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, "ემბისი"-ში რეგულარულად ხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და რეკომენდირებული ღონისძიებები. 

აქტივობები ითვალისწინებს, როგორც რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ასევე თანამშრომელთა კონტაქტების შემცირებისა და სერვის ცენტრებში მომხმარებლების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

კერძოდ:

  • გასული კვირიდან მოყოლებული, კომპანიის სათაო ოფისსა და სერვის ცენტრებში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები;
  • სათაო ოფისი და ფილიალები დღეში რამდენჯერმე იწმინდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით;
  • "ემბისი"-მ უზრუნველყო თანამშრომლების ანტისეპტიკური საშუალებებით, ერთჯერადი ხელთათმანებითა და დამცავი პირბადეებით მომარაგება;
  • სერვის ცენტრებში მომხმარებლებისთვის წარმოდგენილია ანტისეპტიკური საშუალებები;
  • კომპანია მომხმარებლებს რეგულარულად უწევს რეკომენდაციას შეძლებისდაგვარად ისარგებლონ დისტანციური მომსახურებებით;
  • "ემბისი"-ში ამოქმედდა აქცია - "დაიმგზავრე", რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თანამშრომლების მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას;
  • პირისპირი კონტაქტების შემცირების მიზნით, სათაო ოფისის თანამშრომლები გადანაწილდნენ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე;
  • გასული კვირიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ თანამშრომლები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნებიან მაღალ რისკს;
  • ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ ის თანამშრომლებიც, რომელთა საქმიანობის სპეციფიკა ამის საშუალებას იძლევა.

"ემბისი"-ს ერთ-ერთ მთავარ აქტივს და ღირებულებას თანამშრომლები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობა უწყვეტ რეჟიმში აანალიზებს რისკებს, საქართველოში შექმნილ ვითარებას და ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურების რეკომენცადიებზე დაყრდნობით დგამს დროულ და ეფექტურ ნაბიჯებს.