პირველად მიკროსაფინანსო ბაზარზე "ემბისი"-მ საკრედიტო ბარათი BCard (Business Card) დანერგა. ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისთვის და მიკრო მეწარმეებისთვის არის განკუთვნული. BCard-ი საშუალებას აძლევს "ემბისი"-ს მომხმარებლებს დისტანციურად ისარგებლონ ათას ლარიანი საკრედიტო ხაზით, რაც მათი ლიკვიდური სახსრების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს.
საკრედიტო ბარათი ლოკალურია და ტრადიციული საბანკო ბარათის ყველა ფუნქციით არის აღჭურვილი. 2020 წლის იანვრიდან ბარათის მიღება, საქართველოს მასშტაბით, "ემბისი"-ს ყველა სერვის ცენტრში იქნება შესაძლებელი.
BCard-ით სარგებლობას მომხმარებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეძლებენ - როგორც პარტნიორი ბანკების ბანკომატების, ასევე POS ტერმინალების მეშვეობით.
ეთერ ჩაჩიბაია, „ემბისი“-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი:
"ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე "ემბისი" პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებლებს საკრედიტო ბარათი შესთავაზა. პროდუქტი მცირე ბიზნესის დაკრედიტებისთვის არის განკუთვნილი. BCard-ი მომხმარებლების მოკლევადიანი ფულადი საჭიროებების დაფინანსების საშუალებას იძლევა და ხელს შეუწყობს მიკრო ბიზნესის უწყვეტ და ეფექტურ ფუნქციონირებას.
მომხმარებლებისათვის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების თვალსაზრისით, "ემბისი" ყოველთვის მოწინავე პოზიციებს იკავებს. კომპანია ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს პროგრამულ უზრუნველყოფებში, რათა შესაძლებელი გახადოს ინოვაციური პროდუქტების დანერგვა და მომხმარებლებისათვის ხარისხიანი, სწრაფი და კომფორტული მომსახურების შეთავაზება.
დისტანციური პროდუქტების განვითარება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია აქტიურად ნერგავს ონლაინ სერვისებს - მათ შორის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის და სმსბანკის სერვისებს. ემბისი, უახლოეს პერიოდში თავის მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს".