24 იანვრიდან, "ემბისი"-ს ბათუმის სერვის ცენტრის მომსახურების მიღება ახალ ლოკაციაზეა შესაძლებელი.
კომპანია, ხვალიდან, აჭარის რეგიონის მომხმარებლებს ახალ მისამართზე, უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში უმასპინძლებს.
ბათუმში "ემბისი"-ს სერვის ცენტრის ახალი მისამართია: ჭავჭავაძის ქუჩა #103.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, "ემბისი" ქვეყნის მასშტაბით 15 სერვის ცენტრს ფლობს. კომპანიის სერვისით სარგებლობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია შესაძლებელი.