ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ემბისის რისკების დირექტორს - ნინო დევდარიანს, საბანკო სექტორში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის ჯილდო გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნულ ბანკმა უსამპინძლა და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.
ნინო დევდარიანი 10 წელია იკავებს ემბისის რისკების დირექტორის პოზიციას და უზრუნველყოფს კომპანიის რისკების მართვის სისტემის სტრატეგიულ ზედამხედველობასა და ოპერირებას. მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს ისეთ კრიტიკულ მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობასა და ეფექტიანობას.
აქვე, აღსანიშნავია, ნინო დევდარიანის წვლილი სექტორულ განვითარებაში, რაც განპირობებულია საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის როლით.
ემბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა ნინო დევდარიანის შრომის დაფასება და საბანკო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.