სიახლეები

ინფორმაცია აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ინფორმაცია აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

2025-07-08

ინფორმაცია

სს მიკრობანკი "ემბისი"-ს (ს/კ404967078)
აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

  • აქციონერთა მორიგი საერთო კრება მოწვეულია სს მიკრობანკი "ემბისი"-ს მიერ;
     
  • საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი - 404967078;
     
  • საზოგადოების იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
     
  • კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო:  კრება ჩატარდება 2025 წლის 30 ივლისს, 18:00 საათზე,
    შემდეგ მისამართზე - საქართველო, თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N2 (სასტუმრო „პარაგრაფ
    თბილისი“).
  • აქციონერთა სააღრიცხვო დღე: 2025 წლის 22 ივლისი (აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში
    მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს
    ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერებად ირიცხებიან სს მიკრობანკი „ემბისის“ აქციათა
    რეესტრის მწარმოებელ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი
    ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“).

    სრულყოფილი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულზე