15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა! წელს, პირველად, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ქართული საფინანსო სექტორი და მათ შორის "ემბისი", საერთაშორისო ტრადიციას უერთდება.
მომხმარებელთა დაცვის დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ და მისი მიზანი მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. წელს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის სლოგანია - "იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!"
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა - finedu.gov.ge-ს ინიციატივით, სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა - მათ შორისაა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც 7 კომერციულ ბანკისა და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება.