CSR სიახლეები

“ემბისი” ბიზნეს გამოფენაში - „ადამიანები ბიზნესის უკან“

“ემბისი” ბიზნეს გამოფენაში - „ადამიანები ბიზნესის უკან“

2022-12-15

15 დეკემბერს, "ემბისი"-მ მონაწილეობა მიიღო გაყიდვების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში - "ადამიანები ბიზნესის უკან". ღონისძიებაზე წარმოდენილი იყო ქართულ ბაზარზე მოქმედი 50-მდე კომპანია, სტუმრების რაოდენობა კი 2,000-ს აღწევდა. 

"ემბისი"-ს წარმომადგენლებმა, გამოფენაში მონაწილე კომპანიებსა და ღონისძიების სტუმრებს, გააცნეს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად გაცნობოდნენ სხვადასხვა კომპანიების საქმიანობას, გაეფართოვებინათ საქმიანი ურთიერთობები/კავშირები და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა მათთან. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ გაყიდვების ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანების პლატფორმას და დღესდღეობით უკვე 100-ზე მეტ წევრ კომპანიას აერთიანებს.

“ემბისი” ბიზნეს გამოფენაში - „ადამიანები ბიზნესის უკან“