სიახლეები

"ემბისი" მომხმარებელს ვალუტის უნაღდო კონვერტაციას სთავაზობს

"ემბისი" მომხმარებელს ვალუტის უნაღდო კონვერტაციას სთავაზობს

2020-09-17

"ემბისი"-ს მომხმარებლები, სერვისცენტრებში არსებულ სალაროებთან ერთად, ვალუტის კონვერტაციას ახლა უკვე უნაღდო ანგარიშსწორების გზითაც შეძლებენ. მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც. 

ამ ეტაპზე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შემდეგი ვალუტების გადაცვლაა შესაძლებელი: GEL, USD, EUR. მომსახურება ხელმისაწვდომია ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 17:00 საათამდე. სერვისით სარგებლობისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 505002 (+140);  032 2 505002 (+197), ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: fx@mbc.com.ge

რაც შეეხება "ემბისი"-ს სერვისცენტრებში არსებულ სალაროებს, აქ ვალუტის გაცვლის მომსახურების მიღებას, სამუშაო დღეებში 09:30-დან 18:00 საათამდე, შაბათს კი 10:00-დან 14:00 საათამდე შეძლებთ. კომპანიის სალაროებში შემდეგი ვალუტების კონვერტაციაა შესაძლებელი: GEL; USD; EUR; RUB. 

"ემბისი"-ში არსებული კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.mbc.com.ge/ge

სერვისცენტრების მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/35FD7eO