სიახლეები

ბიზნესის ფორუმი თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში

ბიზნესის ფორუმი თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში

2022-12-14

"ემბისი"-მ მონაწილეობა მიიღო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში თბილისის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონის მასშტაბით ორგანიზებულ სკოლა - ბიზნესის ფორუმში.  

ბიზნესის ფორუმის მონაწილეები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროექტებს. პროექტები მიზნად ისახავდა ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომელთაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ. ამას გარდა, "ემბისის" წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს შესთავაზეს კომპანიის სერვის ცენტრში საფინანსო საქმიანობის ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. 

ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება "ემბისი"-ს კორპორაციული პასუხისგმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი პოტენციალის რეალიზებაში წვლილის შეტანას. ეს სტრატეგიული მიმართულება ესადაგება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-10 მიზნებს. 

ბიზნესის ფორუმი თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში