სიახლეები

ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის

ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის

2019-04-22

#უთხარიარაპლასტმასს - ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის!

22 აპრილი დედამიწის დღეა. "ემ ბი სი" გარემოს დაცვის მხარდასაჭერ მასშტაბურ აქტივობას უერთდება, რომლის მიზანი უკეთეს დედამიწაზე, უკეთეს გარემოზე ზრუნვაა.

კამპანიის ფარგლებში, "ემ ბი სი" საზოგადოებრივ სივრცეებში - თბილისი მოლი, თბილისის მერია, შსს მომსახურების სააგენტო, საქართველოს რკინიგზა - პლასტმასს ქაღალდის ჯანმრთელი ჭიქებით ანაცვლებს. ქაღალდის ჭიქები განთავსდება კომპანიის სერვის ცენტრებშიც.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო თითქმის 50 წელია აღნიშნავს.

 

ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის