სიახლეები

ლაგოდეხში "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა

ლაგოდეხში "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა

2020-09-15

"ემბისი" ქსელის გაფართოებას განაგრძობს. 14 სექტემბერს, კახეთის რეგიონში კომპანიის რიგით მეორე სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი ფილიალი ლაგოდეხში - ზაქათალას 24ბ ნომერში მდებარეობს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ფინანსური სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს.

საკრედიტო პროდუქტებიდან, ლაგოდეხის სერვისცენტრში, მომხმარებელს აგრო, ავტო, ბიზნეს, იპოთეკური და StartUp სესხებით სარგებლობის საშუალება აქვს. ასევე, ფილიალში შესაძლებელია ფულადი გზავნილების სერვისის მიღება, ვალუტის გადაცვლა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურებების გადახდა.  

შეგახსენებთ, რომ "ემბისი" საქართველოს მასშტაბით, 14 სერვისცენტრს ფლობს. კომპანიის ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონებში. ახლახანს, "ემბისი"-ს მომსახურების ცენტრები მარნეულსა და ახალციხეშიც გაიხსნა. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, ლაგოდეხის გარდა, "ემბისი"-ს სერვისცენტრი გურჯაანში ფუნქციონირებს. 

ლაგოდეხში