სიახლეები

ისესხე გონივრულად - "ემბისი" საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა

ისესხე გონივრულად - "ემბისი" საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა

2020-10-02

"ისესხე გონივრულად" - "ემბისი" საერთაშორისო ფინანსურ-საგანმანათლებლო კამპანიას შეუერთდა.  

კამპანია "ისესხე გონივრულად" მიზნად ისახავს მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლებას და ამ გზით, მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას. 
 
"ისესხე გონივრულად" წარმოადგენს საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) მიერ 2014 წლიდან დაწყებულ მასშტაბურ საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებსა და რჩევებს იმის შესახებ, თუ რა შეკითხვებს უნდა უპასუხოს მომხმარებელმა სესხის აღების გადაწყვეტილების მიღებამდე. 2020 წლის მონაცემებით კამპანიაში ჩართულია ევროპისა და ცენტრალური აზიის  14 ქვეყანა და 23 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
 
შეგახსენებთ, რომ "ემბისი" აქტიურად მუშაობს ფინანსური განათლების მიმართულებით და 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს "ფინანსური მრჩეველი". 

#2020BWC
#BorrowWisely

 

ისესხე გონივრულად -