სიახლეები

"ემბისი" მომსახურებას რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს  

"ემბისი" მომსახურებას რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს  

2020-04-14

"ემბისი"-ს სერვისცენტრებში, COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზედმიწევნითაა დაცული დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები. კომპანიამ, უმოკლეს ვადაში,  უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა - როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

"ემბისი"-ს თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური პირბადეებით, ფარებით, ხელთათმანებითა და სადეზინფექციო საშუალებებით. აღნიშნული ინვენტარი, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვისაც. 

ამას გარდა, კომპანიამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სერვისცენტრებში მომხმარებელსა და თანამშრომლებს შორის ორგანული მინის სპეციალური გამყოფები დაამონტაჟა, რათა პირდაპირი კონტაქტი მაქსიმალურად იქნას თავიდან არიდებული.

"ემბისი"-ს სერვისცენტრში ხელმისაწვდომია ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების გზების შესახებ ზოგადი რეკომენდაციები, პირადი ჰიგიენისა და დისტანციის დაცვის თხოვნით სპეციალური პოსტერები, ასევე, მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღებისას გასათვალისწინებელი ყველა აუცილებელი უსაფრთხოების წესი.