სიახლეები

გორში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

გორში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

2019-08-26

"ემბისი"-ს მომსახურების მიღება უკვე შიდა ქართლშიც შესაძლებელია. 

კომპანიის სერვის ცენტრი ქალაქ გორში, ცაბაძის #5-ში გაიხსნა და რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა სახის ფინანსური მომსახურებით უზრუნველყობს.

მომსახურების ცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა ტიპის სესხების მიღება, ასევე ფულადი გზავნილების, ვალუტის კონვერტაციის, კომუნალური და სხვა სახის გადასახადების განხორციელება. 

გორში მდებარე სერვის ცენტრი "ემბისი"-ს რიგით მეთორმეტე ფილიალია. ამ ეტაპზე, კომპანია დედაქალაქის გარდა, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანშია წარმოდგენილი. "ემბისი"-ში აგრო, ბიზნეს, Start Up, იპოთეკური, ავტო და სწრაფი სესხების აღებაა შესაძლებელი. 

გორში